Wednesday, May 9, 2007

პირველი ბანკომატი ტაქსოფონის ფუნქციით ახალ ზელანდიაში



ახლ ზელანდიაში, ოაკურას დასახლებაში დააყენეს პირველი ბანკომატი ტაქსოფონის ფუნქციით. ამ პროექტს რეალიზაციას უკეთებს კომპანია "ტელეკომი" და "TSB" ბანკი.

ეს მოწყობილობა წარმოადგენს ცალკე მდგომ ჯიხურს, რომლის ერთ მხარეს მოთავსებულია ბანკომატი , მეორეზე კი _ ტაქსოფონი. ასე რომ მომხმარებლებს შეუძლიათ ერთ ადგილზე მოაგვარონ საბანკო ოპერაციები, რა თქმა უნდა თანხის განაღდება ბარათით და ასევე ტაქსაფონის დახმარებით დარეკოთ საჭირო ადგილებში.

TSB ბანკის დირექტორის, კევინ რემინტონის ნათქვამიდან ბანკი სიამოვნებით ღებულობს მონაწილეობას ნოვატორულ პროგრამებში, რომლის წინაპირობაა მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესება კლიენტებისათვის.

ავღნიშნოთ, რომ ჯიხურები რომლებიც შედგება ბანკომატებისა და ტაქსოფონებისაგან უკვე დიდი ხანია სარგებლობს პოპულარობით სხვა ქვეყნებშიც. კომპანია "British Telecom"_მა დააყენა 200 ასეთი ხელსაწყო და აპირებს მის გაფართოებას. ასევე ავსტრალიაში კომპანია "Telstra"_მ შეუდგა ტესტირებას ასეთი მრავალფუნქციური ტაქსოფონებისა.

No comments: