Thursday, May 17, 2007

როგორ მოვიშოროთ ჭარბი წონა?






ეს სტატია დაგეხმარებათ მოიყვანოთ თქვენი თავი ფორმაში და დაიკლოთ ზედმეტი წონა.ასევე ნახავთ თუ რაოდენ საშიშია ჭარბი წონა ჩვენი ჟანმრთელობისთვის!













რისთვის არის საჭირო დიეტა?










აქ შეიძლება სხვადასხვა პასუხი იყოს - როდესაც ორგანიზმს რაღაც პრობლემები აქვს გარკვეული სახის საკვებთან დაკავშირებით, როდესაც ასეთი პრობლემების წარმოშობის საფრთხის გამო პროფილაქტიკაზე უნდა ვიზრუნოთ და ასე შემდეგ. მათ შორის არის ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ვარიანტიც - როცა არ გვინდა საჭიროზე მეტი ვჭამოთ.










ნორმალურად ფუნქციონირებადი ორგანიზმისთვის ზედმეტის ჭამა არავითარი პრობლემა არ არის - როგორც შეჭამს, ისევე მოინელებს. ზოგი კი, მეტს შევჭამს - მეტად გასუქდება. ეტყობა რაღაც ვერ ფუნქციონირებს კარგად.









უფრო მეტიც - ნორმალურად ფუნქციონირებადი ორგანიზმის შემთხვევაში საჭიროზე მეტის ჭამა ძნელიც კი არის - ისევე, როგორც ნებისმიერი არასასურველი მოვლენის, ზედმეტი ჭამის წინააღმდეგაც მას აქვს თავდაცვითი საშუალებები - გარკვეული რაოდენობის შეჭმის შემდეგ მივდივართ ისეთ მდგომარეობამდე, როცა მეტის ჭამა უკვე აღარ შეგვიძლია და საჭმლის დანახვაც არ გვინდა.

რა მდგომარეობაა ეს, და რატომ არ შეიძლება, რომ ამ მდგომარეობამდე უფრო ნაკლები ჭამის შემდეგ მივიდეთ, ანუ უფრო ნაკლები საჭმელი გვაკმაყოფილებდეს? ხომ ცხადია, რომ აქამდე მისვლისათვის ჩვენ აშკარად მეტის შეჭმა დაგვჭირდა, ვიდრე ჩვენს ორგანიზმს სინამდვილეში სჭირდებოდა?ამბობენ, სუფრიდან ისე უნდა ადგე, რომ კუჭი გეუბნებოდეს - ჯერ კიდევ მშიაო. თქმა კი ადვილია, და სხვისთვის ჭკუის სწავლება, მაგრამ როგორი ასადგომია სუფრიდან, როცა ჯერ კიდევ გშია? და საერთოდ, რატომ უნდა ადგე, თუ ჯერ კიდევ გშია?






იმასაც ამბობენ - ყველაზე დიდი გამარჯვება საკუთარ თავთან ბრძოლაში გამარჯვებააო, მაგრამ მუდმივად შიმშილთან და საჭმლის თაობაზე საკუთარ თავთან ხანჯლაობა - ამას ხომ მტერსაც არ უსურვებს კაცი. მაშინ როგორ გავიგოთ ეს ზემოთქმული აზრები, აშკარად რომ არა ჰგავს არც მტრის და არც ისე, ჰაერზე ნათქვამს?ყველა ამ შეკითხვაზე ერთი პასუხია - რადგანაც ჩვენ პრინციპში გვაქვს საშუალება როდესღაც გავიგოთ, რომ მეტი ჭამა აღარ გვინდა, უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ეს მაშინ გავიგოთ, როცა მეტის ჭამა აღარ გვჭირდება.სუფრიდან ცოტა მშიერიც რომ ავდგეთ, ცოტა ხანში ეს შიმშილი ისევე გაივლის, თითქოს ჭამა გაგვეგრძელებინოს. ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, დაკმაყოფილების გრძნობას ჩვენთვის უბრალოდ აგვიანდება.




როგორ დავაჩქაროთ ეს პროცესი?როგორ მივაღწიოთ იმას, რომ ვკამყოფილდებოდეთ, როცა საკმარისს შევჭამთ? მაშინ არც ზედმეტის ჭამა მოგვიწევს და არც ყოველ ჭამაზე “ცოტა მშიერი” დარჩენა!




ამ კითხვებში გასარკვევად საჭიროა გარკვეული წარმოდგენა გვქონდეს იმაზე, თუ რა არის საერთოდ შიმშილი, ან როგორ ხდება მისი დაოკება, რა პროცესები მიმდინარეობს ამ დროს ორგანიზმში და როგორ. ორგანიზმი - ურთულესი სისტემაა. უფრო მეტიც - ეს არის მრავალი რთული სისტემის მთელი კომპლექსი. ამ სისტემებს შორის ერთ-ერთი ურთულესია ენდოკრინული სისტემა, რომელიც, შეიძლება ითქვას, ყველა სხვა სისტემებს შორის მაკავშირებლის როლსაც თამაშობს. როცა ორგანიზმში რაღაცის შეცვლაა საჭირო - მაგალითად, შეგვცივდა და საჭიროა სითბოს უფრო ინტენსიურად გამოყოფა, ამ სიგნალს ენდოკრინული სისტემა ღებულობს, და თვითონვე წყვეტს, რა საშუალებით გაზარდოს სითბოს გამოყოფა, რომელ სისტემას რა ბრძანება გადასცეს ამისათვის - ამ საქმეში მას შეუძლია ჩართოს სისხლის მიმოქცევის სისტემა, ძვალკუნთოვანი სისტემა და ა. შ., იმის მიხედვით რამდენად სასწრაფო და რამდენად ინტესიური ზომებია მისაღები.იმისათვის, რომ ორგანიზმის ყველა პარამეტრი (რომელიც ალბათ ათასობითაა) საჭირო დონეზე იქნას შენარჩუნებული, ამ სისტემების შიგნითაც და მათ შორისაც იმდენად რთული ორგანიზაციული სტრუქტურები, კავშირები და უკუკავშირები ფუნქციონირებს, რომ მათი აღწერა ენციკლოპედიების საქმეა. ამიტომ ჩვენ გამოვიყენოთ ჩვენთვის საინტერესო პროცესის გამარტივებული სქემა, რომელიც, ამავე დროს, სრულიად საკმარისი იქნება ჩვენი მიზნის მისაღწევად - ვისწავლოთ იმდენის ჭამა, რამდენიც გვჭირდება.უპირველეს ყოვლისა, წარმოვიდგინოთ რაღაც სენსორი, რომელიც კუჭში საჭმლის რაოდენობას ადევნებს თვალყურს (რაღაც უნიტაზის წყლის ავზის რეგულატორის მსგავსი) - როცა შეჭმული (ჯერ კიდევ მოუნელებელი) საკვების რაოდენობა რაღაც დონეზე დაბლა დაიწევს, ის ატყობინებს ცენტრს (ტვინს, ენდოკრინულ სისტემას - ჩვენთვის ეს არაა ამჟამად მნიშვნელოვანი), რომ საჭიროა მარაგის შევსება. ამ შეტყობინებას ცენტრი გადაუგზავნის ცნობიერებას, რომელიც იწყებს ზომების მიღებას - მაცივრის გაღება იქნება თუ უახლოესი (მისაღები) საკვები დაწესებულებისაკენ გეზის აღება. ამას ჩვენს ენაზე ჰქვია “მომშივდა”.თუ ცნობიერებამ რაიმე მიზეზით ამ შეტყობინებაზე ყურიც არ გააბარტყუნა, “კუჭის” სენსორი გარკვეული ხანი აგზავნის შეტყობინებებს და გაჩერდება. შიმშილის გრძნობა გაქრება. ანუ შიმშილმა “გადაგვიარა”. ჩვენი ცხოვრების წესი განაპირობებს იმას, რომ ეს არც ისე იშვიათად ხდება.




გაივლის 0.5-1 საათი, და “კუჭის” სენსორი ისევ აიმაღლებს ხმას. შიმშილი ისევ გვახსენებს თავს. მაგრამ თუ ჩვენ ისევ სასწრაფო საქმეებითა ვართ დაკავებული, მისი აღშფოთება ისევ იგნორირებული იქნება. ისიც იბუზღუნებს ცოტა ხანს და ისევ გაჩერდება. შიმშილი ისევ გადაგვივლის, მართალია უკვე უფრო ცოტა ხნით, მაგრამ ასე მაინც შეიძლება კარგა ხანი გაგრძელდეს.

ამასობაში ხდება იმ საკვების თანდათანობით მონელება, რომელიც მანამდე იყო შეჭმული, ანუ მისი გადასვლა კუჭიდან ნაწლავებში, დაშლა და ნაწლავის კედლებიდან სისხლში გაწოვა. შედეგად სისხლში ხვდება ყველა ის საჭირო ნივთიერება, რომელსაც საკვების სახით ვღებულობთ. მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესია შაქარი - ყველა სასიცოცხლო პროცესის ენერგეტიკული უზრუნველყოფა. მარტივად რომ ვთქვათ, სათბობი. ამ ყველაფერს შემდგომ სისხლი “დაარიგებს” მთელ ორგანიზმში.როცა მთელი შეჭმული საკვები ნაწლავებიდან გაიწოვება, სისხლში შაქრის მიწოდება უკვე აღარ ხდება. შაქარი კი მუდმივადაა აუცილებელი - სისხლში შაქრის დონის დაცემის შემთხვევაში (მარტივად რომ ვთქვათ) რამდენიმე წუთის სიცოცხლეღა გვაქვს დარჩენილი.ეს რომ არ მოხდეს, ამისათვის ორგანიზმში არსებობს, ასე ვთქვათ, “შაქრის” სენსორი, რომელიც მუდმივად აკონტროლებს სისხლში შაქრის რაოდენობას, და არც ნაწლავებიდან შაქრის სისხლში მიწოდების პროცესს სტოვებს უმეთვალყურეოდ. დღისით თუ ღამით ეს პროცესი არ ჩერდება. როგორც კი სისხლში შაქრის დონე დაეცემა, და ნაწლავებიდან შაქრის მიღებაც თუ ვერ ხერხდება, “შაქრის” სენსორი, რომელიც მანამდე მხოლოდ ფხიზელი მეთვალყურის როლს თამაშობდა, იწყებს მოქმედებას;პირველ რიგში იწყება შაქრის საწყობების გახსნა - ორგანიზმს სადმე, ღვიძლში იქნება თუ სხვაგან, ყოველთვის აქვს შაქრის გარკვეული მარაგი, რომელიც მხოლოდ მაშინ იხსნება, როცა სისხლის შაქრით უზრუნველყოფის სხვა არავითარი საშუალება არ არსებობს. სწორედ ამ მარაგის გამოყენება იწყება ეხლა.გარდა ამისა, “შაქრის” სენსორი ატყობინებს ცენტრს, რომ საჭმლის მომნელებელ სისტემაში საკვები აღარ არის, დაწყებულია შაქრის მარაგის ხარჯვა, და საჭიროა საწრაფოდ მისი შევსება.ამ შეტყობინებას ცენტრი უკვე ვეღარ გაუკეთებს იგნორირებას - “შაქრის” სენსორი - ეს “კუჭის” სენსორი არ გეგონოთ! ის ენდოკრინული სისტემის მმართველი იმ იდუმალი ძალების წარმომადგენელია, ხშირად რომ არ ერევიან სისტემის საქმეებში, მაგრამ თუ ჩაერევიან, ეს უკვე უბრალო ბუზღუნად არ აღიქმება - ამ დროს ცენტრი ფეხზე დგას და მთელ თავის ძალებს ფაციფუცით მიმართავს “შაქრის” სენსორის ბრძანების შესასრულებლად; ამ დროს ჩვენ გვავიწყდება სასწრაფო საქმეები, ამაღლებული მატერიები და დიდმკერდიანი ქალები (ქალებს - დიდ... ეეე... შემოსავლიანი მამაკაცები), და ჩვენს თვალებში ერთადერთი აზრი იკითხება: “მშია”.როგორც იქნა, სამუშაო დღე დამთავრდა თუ ხაჭაპურის მოტანას დაადგა საშველი, ჩვენ უკვე პირველ ლუკმებს ვყლაპავთ. ისინი კუჭში კი ხვდებიან და გახარებული “კუჭის” სენსორიც ბეჯითად აღნუსხავს კუჭში მარაგის მატებას, მაგრამ ცენტრში მისთვის არა სცალიათ - ამასობაში იმდენი დრო გასულა, რომ შაქრის მარაგი 80%-ზეა დასული, და ორგანიზმის კანცელარიაში ძრწოლით ხვდებიან “შაქრის” სენსორის მრისხანე ცირკულარებს, რომელსაც სულ არ აინტერესებს, რას ღეჭავენ კბილები. “მარაგი - 75%” - კითხულობენ ცენტრში და გონებაში თბილ ტანსაცმელს იმზადებენ.ვეღირსეთ - ნაწლავებიდან შაქრის პირველი პარტიები წამოვიდა, მაგრამ დაძაბულობა არ კლებულობს. “კუჭის” სენსორი ამ დროს შეჭმული საკვების მარაგის 80%-მდე ასვლას აფიქსირებს, მაგრამ შაქრის მარაგი 70%-ზეა დასული. მისი კლება კი შეწყდა, მაგრამ ეს არავის ამშვიდებს. მთელი ძალები მიმართულია იქეთკენ, რომ შაქარი რაც შეიძლება სწრაფად და მეტი მოხვდეს სისხლში, იქ კი “შაქრის” სენსორი მიხედავს - რაც ორგანიზმს სჭირდება, გაატანს სისხლს, დანარჩენით კი შაქრის მარაგის აღდგენას დაიწყებს. მალე “კუჭის” სენსორი უპატაკებს ცენტრს - მარაგი კუჭში 100%-თაა აღდგენილი - ეს იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია მეტი აღარ ვჭამოთ, ეს საკვები შაქრის მარაგის შევსებასაც უზრუნველყოფს და გარკვეულ ხანს ორგანიზმსაც მოამარაგებს, მერე კი ისევ შეიძლება ჭამა. მაგრამ მას ისევ არავინ უსმენს; მის ხმას “შაქრის” სენსორის ხმა ფრავს: “კიდევ 20% მჭირდება”, “კიდევ 15% მჭირდება”...და ჩვენც ვაგრძელებთ ჭამას. და გავაგრძელებთ, სანამ “შაქრის” სენსორი ბოლოსდაბოლოს არ იტყვის - “მარაგი შევსებულია, გეყოფათ”.არადა, გვეყოფა კი არა ვეღარ ვსუნთქავთ. მაგრამ მთავარი უბედურება ეს კი არაა - მთავარი ისაა, რომ მთელი საკვები შაქრად როდი გადამუშავდება - შაქართან (ნახშირწყლებთან) ერთად სისხლში ხვდება უამრავი სხვა ნივთიერება, მათ შორის კი ცნობილი ცილები და, რაც მთავარია, ცხიმებიც. ყველა ამ ნივთიერებას თავისი მომხმარებელი ჰყავს, თავისი მარაგიც და თავისი “სენსორიც”- ამ მარაგებზე ზედამხედველი, რომელიც გულგრილად ვერ შეხედავს ასეთ ხვავსა და ბარაქას, და რამდენადაც ხვალ მასაც შეიძლება მარაგების გახსნა დასჭირდეს, სულაც არ არის წინააღმდეგი შავი დღისთვის რაიმე გადაინახოს. ამას უკვე “ვსუქდები” ჰქვია.ადვილი წარმოსადგენია, რა მოჰყვება “კუჭის” სენსორის ბუზღუნის სისტემატურ უგულვებელყოფას და “შაქრის” სენსორის დუდუკზე ცეკვას - სისტემატური ზედმეტის ჭამა და ასეთი გაურკვევლობებით დაშინებული “საწყობის გამგეების” მიერ მარაგების შეძლებისდაგვარად დაგროვება. და, რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, “კუჭის” სენსორის სიგნალებზე ცენტრის მგრძნობიარობის ატროფია. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი ცხოვრების ორომტრიალში ჩანთქმულებს მალე გვავიწყდება “კუჭის” სენსორის ენა და უბრალოდ აღარ გვესმის მისი არც “მშია” და არც “აღარ მშია”. ჭამაში გართულებმა რომც გავიგოთ “100%”, მაინც ვერ მივაქცევთ ყურადღებას, იმიტომ, რომ თავს “შაქრის” სენსორი დაგვჩხავის - “80%”.მოკლედ, იმისათვის, რომ ზედმეტი არ ვჭამოთ, ჩვენ უნდა ვისწავლოთ “კუჭის” სენსორის სიგნალზე გაჩერება, ხოლო შეძლებისდაგვარად - მოვახერხოთ ჭამა მაშინ, როცა ამას “კუჭის” სენსორი ითხოვს და არ დაველოდოთ, როდის მოითხოვს “შაქრის” სენსორი. ეს შეუძლებელი არ არის - ის ხალხი, ვისაც თავისი ცხოვრების წესი აძლევს საშუალებას, ჭამოს მაშინ, როცა მოესურვება - სწორედ ასე იქცევა. და მათი დღეგრძელობის ერთ-ერთი პირობა ალბათ ესეც არის.უნდა ითქვას, რომ ჩვენი ცხოვრების წესის დამახინჯება არ დაწყებულა “უგრაფიკო” სამსახურით, და არც უთავბოლო სტუდენტური წლებით - მას შორეულ ბავშვობაში უდგას ფესვები. ჩვენს მშობლებს არასოდეს ავიწყდებოდათ “თავის დროზე” შემოეჩეჩებინათ ჩვენთვის კარაქიანი პური, უფრო ადრე კი (რაც ცოტა უფრო გამართლებულია) - საწოვარიანი ბოთლი, და არავინ აკვირდებოდა, გვშიოდა ამ დროს თუ არა. ნუ გავამტყუნებთ მშობლებს - მათ ხომ ეს წერილი არა ჰქონდათ წაკითხული, მაგრამ შედეგად ჩვენ რაც მივიღეთ - ატროფირებული შიმშილის გრძნობა და დაბეჩავებული “კუჭის” სენსორი - ამას კი უნდა ვებრძოლოთ.ამ ბრძოლაში სულაც არ გვჭირდება მძიმე არტილერია - ლუკმების და კალორიების თვლა თუ წუთების სიზუსტით გათვლილი კვების რეჟიმი - ეს მძიმე ავადმყოფებისთვისაა. ჩვენი ამოცანა უფრო მარტივია - არ გამოგვეპაროს პირველი მოშიება - “კუჭის” სენსორის პირველი აბუზღუნება - და გვქონდეს ხელთ რაიმე სასწრაფოდ მისაწოდებლად; “კუჭის” სენსორი თავიდან მცირედითაც კმაყოფილდება, სისხლში შაქრის დონის შესანარჩუნებლად კი ბევრად ნაკლები საკვებია საკმარისი, ვიდრე შემდეგ შაქრის მარაგის შევსებამდე მოგვიწევს შეჭმა. ასე არც “შაქრის” სენსორს ავიმხედრებთ.(ერთი პატარა შენიშვნა - არ გეგონოთ სისხლის შაქრით უზრუნველსაყოფად ყველაფერს შაქრის შეჭმა სჯობდეს - როცა შაქარზე ვლაპარაკობთ, უპირველესად გლუკოზა იგულისხმება და არა საქაროზა - რასაც ჩვენ შაქარს ვეძახით ყოველდღიურ ცხოვრებაში. თუმცა არც გლუკოზის შეჭმა არ იქნება საუკეთესო გამოსავალი. რის ჭამა როდის სჯობია, ასეთი საკითხები უკეთესია დიეტოლოგთან გაარკვიოთ თქვენი ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით)


ცოტა უფრო ძნელი საქმეა “კუჭის” სენსორის სიგნალის გაგება ჭამის დასამთავრებლად, როცა მის ხმას “შაქრის” სენსორის ხმა ფარავს (ავტორს არა აქვს იმის ილუზია, რომ წინა აბზაცის წაკითხვის შემდეგ თქვენ უკვე არასოდეს აღარ მოხვდებით ასეთ სიტუაციაში), მაგრამ თუ ჩვენ შევძლებთ ჩვენი ყურადღების რომელიმე კუნჭულში მუდმივად გვქონდეს მხედველობაში ეს საკითხი, 2-3 თვეში უნდა ჩამოგვიყალიბდეს მკაფიო შეგრძნება იმისა, რომ საკმარისი საკვები გვაქვს შეჭმული, და აშკარად დავიწყებთ ერთმანეთისაგან იმის განსხვავებას, თუ რა არის შიმშილი (საკმაოდ სახალისო შეგრძნება, ჭამის შედეგად სასიამოვნო შემსუბუქებით რომ მთავრდება), და რა კიდევ - გულისწასვლის მსგავსი გრძნობა, უაზროდ ბევრის ჭამის შემდეგ გულისრევაში რომ გადადის საჭმლის დანახვაზე.თავისი საქმის ნებისმიერი სპეციალისტისაგან - დიეტოლოგი იქნება ის თუ თერაპევტი - საკითხისადმი ჯანსაღი მიდგომისა და სწორად დასმული შეკითხვების საშუალებით გაცილებით საქმიანი ინფორმაციისა და სასარგებლო შედეგის მიღება შეიძლება, ვიდრე რომელიმე საქვეყნოდ გახმაურებული დიეტის ავტორის სტატიების (განსაკუთრებით ჟურნალისტების მიერ “დამუშავებული”) კითხვითა და ამ დიეტების ბრმად გამოყენებით.



დიეტური რჩევები:



1. 6-7 საათის მერე არ ჭამოთ არაფერი.ძალიან მნიშვნელოვანია ღამე არ ჭამა.



2. ძირითადად ჭამეთ ხორცი, ბოსტნეული და ხილი.ხოლო პური, კარტოფილი და მაკარონი ნაკლებად უნდა მიიღოს ორგანიზმმა.



3.ძალიან კარგია გახდომისთვის დილაობით სირბილი და ასევე სასურველია რაიმე სპორტით იყოთ დაკავებული.


No comments: