ვიღებთ და ვჭრით კარტოფილს,სტაფილოს და ხახვს. ხახვი დავჭრათ ნახევარრგოლებად.
ვჭრით ღორის ხორცს საშუალო ნაჭრებად და ვწვავთ ზეთში,მაღალ ცეცხლზე მანამ სანამ ხორცი არ გაწითლდება.
როგორც კი შეიწვება ხორცი,ამოვიღოთ და ამავე ტაფაზე შევწვათ კარტოფილი, სტაფილო და ხახვი. (დავამატოთ ცოტა ზეთი)
როცა ეს ყველაფერი ნახევრად შეიწვება დავუმატოთ შემწვარი ხორცი და ავურიოთ ერთმანეთში.
ეს ყველაფერი თავდახურულ ტაფაზე,ნელ ცეცხლზე მზადდება 10 წუთის განმალობაში.შემდეგ დავაყაროთ მარილი,დავუმატოთ ცოტა ნიორსიც და კარგად ვურიოთ.საერთო დრო მოსამზადებლად უნდა 30 წთ.
იფ,იფ,იფ ....... შეგერგოთ.......
No comments:
Post a Comment